მასაჟისტი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სპა სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა: მასაჟისტი

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa” აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს სპა-ცენტრში მასაჟისტის პოზიციაზე.



სამუშაო გრაფიკი: სრული



ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • ყურადღება მიაქციოს პროცედურების მიმდინარეობის განრიგს/ცხრილს.
  • წესრიგში მოიყვანოს საპროცედურო ოთახი და ყველა სამუშაო ხელსაწყო.
  • მოახდინოს მასაჟის რეკლამირება სპა წევრებთან და სასტუმროს სტუმრებთან.
  • შეუნარჩუნოს სპას და სამუშაო ოთახს სისუფთავე სტანდარტებიდან გამომდინარე.
  • იქონიოს ძირითადი და აუცილებელი ინფორმაცია ყველა პროცედურაზე, რეზერვაციებზე, ფასებზე, სპა პროდუქტებსა და გარემოზე, რათა სტუმარს კითხვის არსებობის შემთხვევაში მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია.
  • დარწმუნებული იყოს სპაში არსებულ მაღალ ხარისხსა და მომსახურების მაღალ დონეზე.
  • დაიცვას თავის სტუმართან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და კონფიდენციალურობა მის პირად ინფორმაციაზე.
  • დაიცვას სტუმრის ინტერესები, იზრუნოს მის კმაყოფილებაზე და აუცილებლად შეატყობინოს სპა მენეჯერს რაიმე პრობლემისა თუ ინციდენტის შესახებ, რაც აწუხებს/ეხება სტუმარს.
  • ხშირად შეამოწმოს პროცედურის დროს სტუმრის კომფორტულობა და დაცულობა.
  • მონაწილეობა მიიღოს ყველა საჭირო შეხვედრასა და ტრენინგში; აიმაღლოს ცოდნა სპა ცენტრის მუშაობასა და სტანდარტებზე.
  • შეასრულოს ყველა სხვა ტიპის დავალება – მიღებული სპა მენეჯერისგან.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სპა-ცენტრში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს ადრე, გვიან და ღამის საათებში მუშაობა.



საჭირო უნარ ჩვევები:

  • ენერგიული
  • ფიზიკურად შრომის უნარი
  • კომფორტული
  • თავაზიანი



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!