მიმტანების სუპერვაიზორი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტის თანამშრომლის, მიმტანების სუპერვაიზორის პოზიციაზე.



სამუშაო გრაფიკი: სრული



ძირითადი მოვალეობები;

  • აკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მომსახურების ხარისხი.
  • მიიღოს სტუმრები სასტუმროს რესტორანში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
  • მიაწოდოს სტუმარს ინფორმაცია დღის სპეციალურ შეთავაზებაზე და მოახსენოს მენიუს ცვლილებაზე (საჭიროებისამებრ).
  • მიიღოს შეკვეთა საჭიროების შემთხვევაში ყველა სტანდარტის დაცვით.
  • მოაწესრიგოს სამუშაო გარემო და მოამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად.
  • შეცვალოს თანამშრომელი, ისე რომ არ იგრძნობოდეს მისი არ ყოფნა სამუშაო პერიოდში.
  • ყურადღება მიაქციოს სპეციალურ შეკვეთებს სტუმრებისგან.
  • მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს სტუმართან და დაეხმაროს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
  • კომუნიკაცია იქონიოს სამზარეულოსა და ბარის თანამშრომლებთან, რათა იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
  • ყურადღება მიაქციოს სტუმრის მაგიდას შეკვეთის მიღების შემდეგ;
  • მოამზადოს სპეციალური შეკვეთები: ნარევი სასმელები/რაიმე საკვები – სტუმრის სურვილიდან გამომდინარე.
  • უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა (მაინც) საკვების მომზადების წესთან დაკავშირებით.
  • დახმარება გაუწიოს თანამშრომელს რესტორნის მომარაგებისას.
  • დახმარება გაუწიოს რესტორნის სხვა ტერიტორიას, როგორიცაა: სატელეფონო ზარების პასუხი, თანხის მიღება და სხვა.
  • შეეძლოს დღის დახურვის რეპორტის წარმოება.



ძირითადი მოთხოვნები:

  • ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი
  • კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული და ენერგიული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა


პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!