ბელბოი საგურამოში

თბილისი, მცხეთა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)



ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმრის და სტუმართა ჯგუფის მიღება- განთავსება, ბარგის ორგანიზება/მოთავსება ფრონტ ოფისის მიერ მითითებულ ოთახებში;
  • ინფორმაციის ქონა მომსვლელი VIP სტუმრის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუმრის შესახებ.
  • სტუმრის ბარგის და აღჭურვილობის დროულად შეგროვება;
  • ბარგის სწორად ინდენტიფიცირება სტუმრების მიხედვით;
  • სტუმრებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, თუ რაიმეს ჰკითხავენ ვიდრე ავლენ მათთვის განკუთვნილ ნომერში;
  • სტუმრების ოთახში მათთვის განკუთვნილი გზავნილების, ფაქსების, პაკეტების ან ყვავილების და ა.შ. მიტანა;
  • სტუმრების ბარგის დაცულად შენახვაში/დროებით დატოვებაში
  • გამსვლელი სტუმრების ბარგის უსაფრთხოდ ჩატანა ლობში და შემდეგ მანქანამდე ან ტაქსამდე;ტაქსიმდე.
  • ცვლის გადაბარებისას ან შესვენებაზე გასვლისას, ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება შემცვლელისათვის;
  • საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს მენეჯმენტის მიერ მიღებული სხვა დამატებითი დავალებები



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • ასევე უნდა შეეძლოს ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომა;



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მობილიზებული;
  • პრეზენტაბელური;
  • კომუნიკაბელური;
  • კეთილგანწყობილი;



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Vacancy12@hr.ge . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!