სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტის თანამშრომელი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი, მზარეულის თანაშემწე, მცხობელი, მზარეული

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტის თანამშრომლის (მზარეული, მზარეულის თანაშემწე, კონდიტერი, მცხობელი, უფროსი მცხობელი) პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული



მზარეულის ძირითადი მოვალეობები;

  • მიაწოდოს გახარჯული ნედლეულის და მასალების ყოველდღიური ჩამოწერები შეფ-მზარეულს.
  • უზრუნველყოს ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის არა მავნე პროდუქციის წარმოება.
  • საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა აღწერებში ბუღალტერიის მხრიდან დადგენილ ვადებში. აღწერა ტარდება სამუშაო დღის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ.
  • შეფ-მზარეულთან ერთად ყოველდღიურად აღრიცხოს მოხმარებული ნედლეული
  • უზრუნველყოს მზა კერძების დროული მიწოდება, შემოსული შეკვეთის ქვითრის საფუძველზე;
  • აკონტროლოს მის მიერ დამზადებული კერძების ხარისხი და გემოვნური თვისებები პირადად.
  • მზარეული ვალდებულია უზრუნველყოს ნედლეულის შენახვის სტანდარტები და ვადები, ასევე მწარმოებლის მიერ მითითებული პირობები;
  • მოახდინოს მზა და ნედლი პროდუქციის დახარისხება, რათა არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება;
  • უზრუნველყოს პროდუქციის მარკირება;
  • დროულად მოახდინოს ზემდგომის ინფორმირება რაიმე სახის პრობლემური საკითხის წარმოქმნის შემთხვევაში (შეფ-მზარეული; კვების ბლოკის მენეჯერი);
  • უზრუნველყოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები;
  • იმუშაოს გუნდურად. გაუწიოს დახმარება თანამშრომლებს და საჭიროებისამებრ მათი მხრიდანაც მიიღოს დახმარება;
  • უზრუნველყოს დადგენილი მენიუს ზედმიწევნით შესრულება ყველანაირი სახის გადახრების გარეშე:
  • პროპორციები - გაფორმება.
  • მუშა პროცესის შესრულება დადგენილი კალკულაციებით.
  • განახორციელოს (ინვენტარის და სამზარეულოში არსებული ნივთების) სტანდარტების შესაბამისად მოხმარება.

მზარეულის თანაშემწის ძირითადი მოვალეობები:

  • მოახდინოს მზა და ნედლი პროდუქციის დახარისხება, რათა არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება;
  • უზრუნველყოს პროდუქციის მარკირება;
  • უზრუნველყოს მზა კერძების დროული მიწოდება, შემოსული შეკვეთის ქვითრის საფუძველზე;
  • აკონტროლოს მის მიერ დამზადებული კერძების ხარისხი და გემოვნური თვისებები პირადად.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები;
  • დროულად მოახდინოს ზემდგომის ინფორმირება რაიმე სახის პრობლემური საკითხის წარმოქმნის შემთხვევაში (მზარეული; შეფ-მზარეული);

კონდიტერის ძირითადი მოვალეობები:

  • ტკბილი ცომეული ნაწარმისა და დესერტების მომზადება
  • ქართული და ევროპული ტკბილეულის მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა
  • რეცეპტის მიხედვით ტკბილი ცომეული ნაწარმის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის და პირველადი დამუშავების მეთოდების ზუსტად შერჩევა.
  • მომზადებული ტკბილი ცომეულის მზაობის ზუსტად განსაზღვრა.
  • ტკბილი ცომეული ნაწარმის გაფორმებისა და გაცემის წესებს ზუსტად დაცვა.
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით მზა ტკბილ ცომეულ ნაწარმის შენახვა.
  • რეცეპტის მიხედვით ხილის დესერტების მოსამზადებლად საჭირო ნედლეულსა და პირველადი დამუშავების მეთოდებს ზუსტად შერჩევა.
  • ხილის დესერტების მზაობის ზუსტად განსაზღვრა ორგანოლეპტიკური მეთოდების გამოყენებით.
  • ხილის დესერტების გაფორმების უნარის და გამოცდილების ქონა და გაცემის წესების დაცვა.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • უზრუნველყოს მზა კერძების დროული მიწოდება, შემოსული შეკვეთის ქვითრის საფუძველზე;
  • აკონტროლოს მის მიერ დამზადებული კერძების ხარისხი და გემოვნური თვისებები პირადად.



მცხობელის ძირითადი მოვალეობები:

  • ცომეული ნაწარმისა მომზადების ცოდნა.
  • ფქვილოვანი ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა.
  • შეეძლოს ცომის (საფუარიანი, უსაფუარო, ფენოვანი, ნახევრადფენოვანი, ფხვიერი) სხვადასხვა მეთოდით მომზადება.
  • შეეძლოს ცომის მოსამზადებლად მეთოდის მართებულად შერჩევა.
  • ტემპერატურული რეჟიმის დაცვით გამოცხობის ცოდნა.
  • ცხობის დროის სწორად განსაზღვრა.
  • საცხობი ყალიბისა ან ლანგრის სწორად არჩევა.
  • ცომეულის გულსართის სწორად მომზადება.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები;
  • უზრუნველყოს მზა პროდუქტის დროული მიწოდება, შემოსული შეკვეთის ქვითრის საფუძველზე;
  • აკონტროლოს მის მიერ დამზადებული კერძების ხარისხი და გემოვნური თვისებები პირადად.

უფროსი მცხობელის ძირითადი მოვალეობები:

  • მოამზადოს Continental Breakfast-ი სტუმრებისთვის სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
  • აკონტროლოს დადგენილი მენიუს ზედმიწევნით შესრულება ყველანაირი სახის გადახრების გარეშე.
  • აკონტროლოს სამზარეულოს და სამზარეულოს თანამშრომლების ჰიგიენა;
  • უზრუნველყოს აღწერები ბუღალტერიის მხრიდან დადგენილ ვადებში.
  • აკონტროლოს ნედლეულის შენახვის სტანდარტები და ვადები, პროდუქციის დახარისხება კატეგორიებად.
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები.



ძირითადი მოთხოვნები:

  • ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა.
  • საკვების სწრაფად და ხარისხიანად მომზადების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი
  • კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული და ენერგიული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!