სასტუმროს სერვისის მენეჯერი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa” აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს სერვის მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული



ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :

  • მართავს სერვისს და აკონტროლებს ობიექტზე არსებულ სტანდარტების და შინაგანაწესის შესაბამისად.
  • აკონტროლებს თანამშრომელთა გარეგნულ იერ-სახეს, მათ მიერ ეთიკის და ეტიკეტის ნორმების დაცვას;
  • ახალ თანამშრომლებს აცნობს დაწესებულებაში მოქმედ წესებს, შინაგანაწესს, რეგულაციებს;
  • საზღვრავს სტუმრის კომფორტის განმპირობებელ გარემოებებს და ქმნის სათანადო პირობებს სტუმრის კომფორტისთვის;
  • ზრუნავს ხარისხის ამაღლებაზე და სრულფასოვნად ერთვება კომპლექსის ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში როგორც მენეჯმენტის ერთ-ერთი რგოლი.
  • აკონტროლებს მასზე მიბარებულ ინვენტარს და მონიტორინგს უწევს სათანადო შენახვა-მოპყრობას.
  • მონაწილეობს თანამშრომელთა განრიგის შედგენაში;
  • რეზერვაციების შესახებ ფლობს ინფორმაციას;
  • მართავს სტრესულ სიტუაციებს;
  • უზრუნველყოფს მოთხოვნილი სერვისის შესაბამისად დაატრენინგოს თანამშრომლები;
  • აკონტროლებს კერძების და სასმელების დადგენილი ნორმების მიხედვით სტუმრისთვის მირთმევას;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასტუმრო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • გამორჩეული ლიდერობის, ორგანიზებისა და სტუმრებზე ზრუნვის უნარები.
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების შესანიშნავად ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების უნარი.
  • სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!