ბარ-მენეჯერი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას ბარ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)



ძირითადი მოვალეობები:

  • აკონტროლოს პროდუქტებისა და სასმელების მთავარი საწყობიდან მიწოდების ორგანიზება.
  • უზრუნველყოს უხარისხო პროდუქტის (წუნის) გამოვლენა და აღრიცხვა.
  • უზრუნველყოს შესაკვეთი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა.
  • საწყობებიდან პროდუქციის ყოველდღიური გატანის დოკუმენტაციის შედგენა;
  • მიიღოს მონაწილეობა და მკაცრად აკონტროლოს პროდუქციის აღწერის პროცესი.
  • მოახდინოს ბარის პერსონალის დისციპლინისა და ქცევების კონტროლი.
  • შეიმუშავოს კალკულაციები კოლეგა ბარმენებთან ერთად.
  • განსაზღვროს პროდუქციის გასაყიდი ფასები და შეათანხმოს კვების ბლოკის მენეჯერთან.
  • აწარმოოს ბარის მუშაობის მონიტორინგი კალკულაციების მიხედვით.
  • უზრუნველყოს ბარში მომსახურების მაღალი სტანდარტები.
  • უზრუნველყოს პერსონალის სწავლება.
  • აწარმოოს მომხმარებლების მოთხოვნის ანალიზი.
  • შეიმუშაოს ახალი რეცეპტები და დანერგოს სიახლეები ბარში მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით.
  • უზრუნველყოს სასმელების პრეზენტაბელურობა და წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით.
  • უზრუნველყოს აღწერები ბუღალტერიის მხრიდან დადგენილ ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში
  • კოქტეილების და კალკულაციების ცოდნა
  • ალკოჰოური და არალკოჰოლური სასმელებების კერძებთან შეხამების ცოდნა.
  • ენერგიულობა და მოტივირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Vacancy12@hr.ge . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!