საწყობის თანამშრომელი ქუთაისში

ქუთაისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
ხელფასი: 500 - 550
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი, საწყობის თანამშრომელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.



ანაზღაურება: 500-550 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

  • პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
  • სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
  • პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
  • პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად.


პიროვნული მახასიათებლები:

  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
  • აკურატული
  • პუნქტუალური
  • დისციპლინირებული
  • კეთილსინდისიერი
  • ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული.


დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი").

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 აგვისტო, 2019 წელი

მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.