ელექტრო / მექანიკური სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Window.ge
ხელფასი: 600 +ბონუსი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი, კარ-ფანჯარა, მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება, ხელოსანი (ზოგადი)

შპს „გიო+“ აწარმოებს ელექტრო ავტომატური კარებების, ელექტრო მექანიკურ ბარიერების, ჟალუზების და მათთან დაკავშირებული ავტომატიზირებული სისტემების სამონტაჟო სამუშაოებს.

სამუშაოების მოცულობის გაფართოების მიზნით კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკური სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებლის პოზიციაზე, მთლიანი და ნახევარი სამუშაო განაკვეთებით.


ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაოების დაგეგმვა და მომზადება კომპანიის შეკვეთების მიხედვით;
  • სამონტაჟო სამოშაოების შესრულება;
  • შესრულებული შეკვეთების საგარანტიო პერიოდში ტექნიკური დიაგნოსტიკა და რემონტის ჩატარება.



​საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ელექტრო შედუღების ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელ კურსზე სწავლა, ელექტრო ინჟინერიის, ელექტრონიკის ან მართვის ავტომატიზირებული სისტემების მიმართულებით;
  • ელექტრონულ სქემებზე მუშაობის (დიაგნოსტიკა-რემონტის) გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.



უნარები:

  • გუნდთან ერთად მუშაობა და პუნქტუალურობა;
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • ტექნიკური ამოცანის გადაჭრის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა.



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული ავტობიოგრაფია (CV) მისამართზე: office@window.ge და მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.