მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;



მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა.



პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალური და ოპერატიული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.



სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49



დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე: hr@pepela.ge კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 აგვისტო.


გისურვებთ წარმატებას!