ბუღალტრის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან აირ ლინკი
ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink-ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელსშესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.

კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრისწილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს.

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა და დაარქივება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ჩანაწერების შესრულება;
  • პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება( კადრები, კორესპონდენცია და სხვა)
  • ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმისწარმოება;
  • კომპანიის შიდა პროგრამაში მუშაობა;

მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
  • გამოცდილება: სასურველია ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამის კარგად ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook;
  • საოფისე ტექნიკურ მოწყობილობების მოხმარების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სასურველია უცხო ენის (რუსული/ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენების დღე: კვირა;
  • ანაზღაურება: 500 ლარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.