ბუღალტრის თანაშემწე / სტაჟირება

თბილისი სტაჟირება BE GROUP
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე

ბიზნეს კონსულტაციების ჯგუფი - be group აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.


აუცილებელი მოთხოვნა:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა



ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ სფეროში. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც განიხილებიან.
  • რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია;
  • ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია;



პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა



ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • ბუღალტრულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს მიმართულებით;
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
  • მოქნილი სახელფასო და საბონუსე სისტემა;



სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 თვიან სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: info@begroup.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.