ბუღალტრის თანაშემწე ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსური ოფისი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე

საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის წარმომადგენელი საქართველოში, აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისი, უკვე წლებია ქმნის კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.

ფინანსური ოფისის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ფინანსური ოფისი აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მიმართულებით
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია
  • ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრის თანაშემწე ბათუმში“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.