სამედიცინო წარმომადგენელი რუსთავში

რუსთავი სრული განაკვეთი სამედიცინო კომპანია ატლას მედიკალი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი

სამედიცინო კომპანია ატლას მედიკალი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე რუსთავში.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მარკეტინგის განხრით
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა ((Microsoft office: Word, Excel, Power Point) და სწრაფი ადაპტაციის უნარი

სამუშაო აღწერილობა/მოვალეობები

  • ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში.
  • კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო აპარატურა, სახარჯი მასალები) პრომოცია, სამედიცინო პერსონალისთან და სამედიცინო დაწესებულების შესყიდვების მენეჯერებთან
  • პრეზენტაციების და კონფერენციების მოწყობა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად
  • ყოველდღიური ანგარიშგებები შესრულებული სამუშაოს შესახებ გათვალისწინებულია
  • საუკეთესო წარმომადგენელის მოკლე პერიოდში დაწინაურდება ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hr@atlasmedical.ge გთხოვთ შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ “სამედიცინო წარმოამდგენელი თბილისში“, დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!