გაყიდვების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ალდაგი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: სადაზღვეო აგენტი/კონსულტანტი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბერბუკის 1 (სპორტის სასახლის უკან)

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი); შაბათი 10:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • საცალო და SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზება: პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრა და შეთავაზება;
  • გაყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა;
  • სადაზღვევო აგენტების გუნდის მართვა: სამუშაოს გადანაწილება, დასახული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • გაყიდვების პროცესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მოზადება;
  • სადაზღვევო აგენტების სწავლება და განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით სადაზღვევო სფეროში;
  • მნიშვნელოვანია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ურთიერთობის ადვილად დამყარების უნარი;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - hr@aldagi.ge 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების კოორდინატორი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.