ოპტიკური ქსელის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინტერნეტი, ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

  • სახარჯი მასალის საწყობიდან გამოწერა;
  • საწყობიდან გამოწერილი სახარჯი მასალის გადამოწმება სასაქონლო ზედნადებთან სიზუსტეში;
  • მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
  • აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
  • ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგარამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
  • აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • სამუშაო საათების დამთავრების შემდგომ შესრულებული სამუშაოს თაობაზე ოპერატორის ინფორმირება;
  • შესრულებული განაცხადების დოკუმენტაციის გადაცემა ჯგუფის უფროსზე;
  • ობიექტზე გასვლისას, გარეშე პირის ან ორგანიზაციის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის დაზიანების ან ქურდობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სააბონენტო მოწყობილობების ექსპლუატაციის, შრომისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების დაცვა; ობიექტზე არსებულ ინსტრუმენტებსა და მასალებზე კონტროლი მათი დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ინსტრუმენტებისა და მასალების დაბინავება, სპეც. ტანსაცმლის გამოცვლა და სამუშაო ადგილის დატოვება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ოპტიკური ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციის გაცნობა და მასში ასახული ინსტუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

  • ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.