გამოცდილი სესხის ოფიცერი ქედაში

ბათუმი, სხვა სრული განაკვეთი კრედო ბანკი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი“

თანამდებობა: გამოცდილი სესხის ოფიცერი

სამუშაო ადგილი: ქედა



სს ,,კრედო ბანკი“ არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.



ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;



ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა;
  • სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
  • საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.



ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
  • სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  • შრომისმოყვარე, მიზანდასახული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ძლიერი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა.



დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გამოცდილი სესხის ოფიცერი ქედაში.


განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 აგვისტო


შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


#გახდიკრედოელი