ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი სტაჟირება სადაზღვევო კომპანია ალდაგი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
მეცნიერება/განათლება: სხვა

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სადაზღვევო შეთხვევების მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 25

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

სტაჟიორი ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერებს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:

  • ავტო ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
  • კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
  • დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)


აუცილებელი უნარები:

  • კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - hr@aldagi.ge