ფილიალის მმართველი

თბილისი სრული განაკვეთი ლიბერთი ბანკი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: ფილიალის მმართველი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რეგიონი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - საბანკო საქმე და ფინანსები;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში (სასურველია დაკრედიტების კუთხით) მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
  • საბანკო საქმიანობის და საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კლიენტების მომსახურეობასთან დაკავშირებული ნორმატიული მასალების ცოდნა;
  • დაკრედიტების ბაზრის და კლიენტურის ანალიზის/მონიტორინგის/მოზიდვის უნარები;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • გააკონტოლოს დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება და მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება;
  • უზრუნველყოს სამუშაო გეგმების შესრულების ანალიზის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
  • მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად;
  • დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
  • მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშგებები განხორციელებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
  • მისდამი დაქვემდებარებულ ფილიალში საქმიანობის (საოპერაციო/საკრედიტო/საკასო) წარმართვა ბანკის შიდა ინსტრუქციების და საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრული დაცვით;
  • საქმიანობის კონტროლი შემდეგი მიმართულებებით: საოპერაციო/საბუღალტრო, საკრედიტო და საკასო ოპერაციების წარმოების სისწორის შემოწმება, მათთვის დაწესებული გეგმების შესრულების კონტროლი და შედეგების რეპორტინგი;
  • საოპერაციო და საკრედიტო სივრცეში მიმდინარე პროცესების მუდმივი კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს ეფექტური მხარდაჭერა კლიენტებს/თანამშრომლებს, როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო მიმართულებით;
  • დელეგირებული ლიმიტის ფარგლებში საკრედიტო პროდუქტების განხილვა და დამტკიცება;
  • რისკების პრევენციის/შემცირების მიზნით, საკრედიტო და სადეპოზიტო პორთფელის სისტემატური მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვასთან, გაფორმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკის შესახებ, რეგიონალური ფილიალის ინფორმირება და შემდგომი ქმედებების შეთანხმება;
  • დაკრედიტების და სადეპოზიტო პოტენციალის სწორი შეფასება და შესაბამისი საკადრო რესურსით დაკომპლექტება.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ანალიზის უნარი;
  • პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისათვის;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • ზეპირი და წერილობითი ურთიერთობების უნარი ზემდგომ და დაქვემდებარებულ პირებთან;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ემოციური წონასწორობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრინციპულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ადგილმდებარეობის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.