აზიური კერძების მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი აჭარა ჯგუფი
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას აზიური კერძების მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: აზიური კერძების მზარეული

დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი

ანგარიშვალდებულება: სუ-შეფი, შეფ მზარეული

სამუშაოს მიზანი:

  • პასუხისმგებელია ხარისხიანი აზიური კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
  • შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
  • დაამყაროს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებთან;
  • განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
  • ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
  • დაიცვას ჰიგიენის ნორმები;
  • უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 12 სექტემბრამდე, შემდეგ

ელექტრონულ მისამართზე: hr@stambahotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.