გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ალდაგი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ქარფესტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გაყიდვების განყოფილებაში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ და მათი ტრანსპორტირება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ავტომობილების ლიზინგი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია;
  • ლიზინგის განაცხადების შევსება;
  • ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული მენეჯერისთვის;
  • გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საავტომობილო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების მენეჯერი.

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.