გამოცდილი სესხის ოფიცერი კასპში

კასპი სრული განაკვეთი კრედო ბანკი
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

დამსაქმებელი: სს „კრედო ბანკი“

თანამდებობა: გამოცდილი სესხის ოფიცერი

სამუშაო ადგილი: ​კასპი

სს ,,კრედო ბანკი“ არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
  • შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

თანამდებობის მიზანი:

  • სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია ნეგატიური ე.წ. „E“ კატეგორიის კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს ,,კრედო ბანკი”-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • „E3“ კატეგორიის კლიენტების მოზიდვა;
  • „E3“ კატეგორიის კლიენტებითვის ფსიქომეტრული ტესტირების ჩატარება;
  • ტესტირების დადებით შედეგებზე დაყრდნობით კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტის მხარდაჭერა დოკუმენტაციის მომზადებაში;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა პრობლემური სესხის დაფარვის საკითხში და შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებაში ჩართულობა;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
  • უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია განხრები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, სამარათალი;
  • აუცილებელია ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერითი და ევრბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსა გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. „გამოცდილი სესხის ოფიცერი თბილისში“).

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.