მაღაზიის მენეჯერი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
გაყიდვები: ფილიალების ქსელი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.


მაღაზიის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
  • სავაჭრო პროცესების მართვა
  • დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით საქონლის განლაგების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვა;
  • სააღრიცხვო პროცესების მართვა
  • მომწოდებლებისგან საქონლის მიღება და საქონლის უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით;
  • სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
  • შიდა კამერალური აღწერების წარმართვა - სასაქონლო პოზიციების ან კატეგორიების შერჩევითი დათვლა და შედეგების შესახებ დადგენილი წესით ანგარიშგება და სხვა;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.
  • შესყიდვები, მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით.
  • ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრისა და სერვისის ამაღლების მიზნით მიზნობრივი ბაზრის მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
  • კონკურენტების ფასების შესწავლა და მუდმივი კონტროლი;
  • რეალიზებული საქონლის ყოველკვირეული ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

  • ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • აკურატული
  • ენერგიული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“ - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.