გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი ნახევარი განაკვეთი ოლივანდერის ჯადოსნური ნივთების მაღაზია
ხელფასი: 300 - 450
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

ოლივანდერის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო
  • გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, შესაძლებელია ცვლასთან შეთანხმება
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური, უნდა შეეძლოს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
  • უნდა ჰქონდეს პროდუქტის პრეზენტაციის უნარი, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის პროდუქტის უნიკალური თვისების წარდგენის უნარს.
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობისა და პუნქტუალურობის მაღალი შეგრძნება.
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია მონდომება.
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

შესაძლებელია სამუშაო საათების ცვლასთან შეთანხმება. დასაქმებული მუშაობს კვირაში 6 დღე, 5 დღის განმავლობაში 6 საათს (ნახევარი ცვლა) ხოლო 1 დღის განმავლობაში 12 საათს (სრული ცვლა). დასაქმებული კვირაში 1 დღეს ისვენებს სრულად.

ანაზღაურება შეადგენს მოჭრილ 250 ლარს, რასაც ემატება დასაქმებულის გაყიდვების 3%.. ხელფასს არ ექვითება საშემოსავლო გადასახადი ან საპენსიო შენატანი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: info@ollivander.ge