დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ფარმაცევტული სახლი +
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ

ძირითადი ფუნქციები:

  • აფთიაქის შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვა
  • აფთიაქში არსებული პროდუქციის დაცვა/კონტროლი
  • მომხმარებლებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების გაწევა

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება / სტუდენტი
  • მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, ორგანიზებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ სამუშაოს გუნდურ და კოლეგიალურ გარემოში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subjact მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.