დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი English Book Education
ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა

English Book Education 2007 წელს დააარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს წიგნების სადისტრიბუციო კომპანიას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებსა (TOEFL) და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press .

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს მისი სპეციფიური მოთხოვნებიდან გამომდინარე მიაწვდის ყველანაირ შესაძლებლობას განათლების მისაღებად.

English Book Education აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე


მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. 92


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოს თანამშრომლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოება;
  • თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დახმარების გაწევა;
  • დასაცავ ობიექტზე დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა პრევენცია;
  • საეჭვო შემთხვევებზე უშუალო ხელმძღვანელთან დროულად ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის შენობისა და მისი პერიმეტრის რეგულარული შემოწმება
  • კომპანიის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების დაცვა;
  • სიგნალიზაციისა და ვიდეო კამერების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება
  • რუსული (სასურველია) და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები

  • დეტალებზე ორიენტაცია
  • თავაზიანობა
  • პუნქტუალობა
  • კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი

ანაზღაურება: 500 ლარი

გთხოვთ ვაკანსიას გამოეხმაუროთ შემდეგი ბმულის მეშვეობით:

https://englishbookgeorgia.com/blogebg/security-officer/

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე