გადამზიდ/ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი GDCC
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი

Loreal-ის, Ficosota-ს და Johnson&johnson-ის ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ,,ჯიდისისი’’აცხადებს ვაკანსიას გადამზიდ-ექსპედიტორის პოზიციაზე.



ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება 1-2 წლამდე;
  • ქართული ენის ცოდნა აუცილებელია.



მოთხოვნები და ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით - სად რა პროდუქციაა მისატანი
  • დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნევლყოფა საჭირო პროდუქციით
  • ობიექტებზე გასვლამდე მანქანაში პროდუქციის ზუსტი რაოდენობის მონიტორინგი
  • მარშრუტის დაგეგმვა, როდის და რა თანმიმდევრობით უნდა მიიტანოს პროდუქცია
  • პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება
  • პროდუქციის მობრუნება და საწყობში ტრანსპორტირება
  • მანქანის გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელთან და შეკეტებაზე პასუხისმგებელ პირთან
  • დადგენილი პერიოდის გათვალისწინებით, შევსებული ანგარიშგების ბლანკის გადაცემა შესყიდვების დეპარტამენტში
  • ობიექტებზე პროდუქციის დროული მიტანის უზრუნველყოფა




პიროვნული თვისებები:

  • აქტიური, თავაზიანი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
  • შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა და მოტივაცია.



სამუშაო ადგილი _ თბილისი



დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gdcc.com.ge წერილის სათაურად (subject line-ში) აუცილებლად მიუთითეთ გადამზიდ-ექსპედიტორის პოზიცია.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://gdcc.ge/georgian/