სერვისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ანგარი.ჯი
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: საცალო კლიენტთა მომსახურება ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

სერვის ცენტრი „ანგარი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
  • სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
  • სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ქართული ენის სრულყოფილად, (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა).
  • (სასურველია) საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, დეტალების და შიდა კომპლექტაციის ცოდნის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება სერვისის (პროფილაქტიკის) სფეროში შემფასებლის,მენეჯერის ან მრჩეველის პოზიციაზე.
  • აუცილებელია მართვის მოწმობა.



აუცილებელი უნარები:

  • ენერგიული და კომუნიკაბელური.
  • პასუხისმგებლობის გრძნობით.
  • პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული.
  • შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების განსაკუთრებით ძლიერი უნარი,
  • აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და კარგად გადმოცემის უნარი.
  • ყურადღებით მოსმენის უნარი.
  • მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი.
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი.
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.


სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი: ( სრული დატვირთვა) 09:30სთ-დან 18:30სთ- მდე.
  • კვირაში ერთი დღე დასვენება.
  • ანაზღაურება: 800 დან - 1000 ლარამდე საწყის ეტაპზე, + ბონუსი
  • სტაჟირება: 1 კვირა. (ანაზღაურებადი )
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას #10 (ყოფილი ვ. ჯიქიას ქ.)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: angari.ge@gmail.com