გუნდის ახალი წევრი/ გამოუცდელი ახალგაზრდები და გამოცდილი ოსტატები

თბილისი სრული განაკვეთი ლაზიერი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი) სამშენებლო, უძრავი ქონება: დურგალი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს გამოუცდელ ახალგაზრდებს და გამოცდილ ოსტატებს, განვითარებაზე ორიენტირებულ, მიზანდასახულ, შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, თუნდაც გამოუცდელ ახალგაზრდას და ასევე გამოცდილ ოსტატებს.

გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს.

კურსებს გაუძღვებიან: საქართველოს ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი მამუკა ხოშტარია და შპს ლაზიერის უფროსი ტექნოლოგი ბატონი ნუგზარ ჯალაღანია.

ტრენინგის საწყისი პირველი კურსი 1 თვიანი და ანაზღაურებადია.

მიმართულებიდან გამომდინარე მინიმალური ხელფასი ტრენინგის დროს, პირველ თვეში შეადგენს 600-700 ლარს.

საწყისი კურსის დასრულების ტესტის გავლის შემდეგ რჩეულებს, მიენიჭებათ უმცროსი ოსტატის კვალიფიკაციის წოდება და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდებიან მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. კომპანია ლაზიერი დააფინანსებს დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: gburjanadze@lazieri.com

ან დაგვიკავშირდეთ: მობ: +995 591 91 41 78 ; ტელ: 0322-31-50-50;

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: