სექტორის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ანგარი.ჯი
ხელფასი: 600 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

სერვისცენტრი „ანგარი ჯი“ აცხადებს ვაკანსიას სექტორ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
  • სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
  • სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება ქართული ენის სრულყოფილად, (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა).
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სასურველია
  • საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, დეტალების და შიდა კომპლექტაციის ცოდნის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება სერვისის (პროფილაქტიკის) სფეროში შემფასებლის, მენეჯერის ან მრჩეველის პოზიციაზე.

დამატებითი მოთხოვნა:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

აუცილებელი უნარები:

  • ენერგიული და კომუნიკაბელური.
  • პასუხისმგებლობის გრძნობით.
  • პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული.
  • შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების განსაკუთრებით ძლიერი უნარი,
  • აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და კარგად გადმოცემის უნარი.
  • ყურადღებით მოსმენის უნარი.
  • მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი.
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი.
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი: ( სრული დატვირთვა) 09:30სთ-დან 18:30სთ- მდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.
  • ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი (საწყის ეტაპზე)
  • გამოსაცდელი ვადა 2 კვირა (ანაზღაურებადი)
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ. №10

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info.angari@gmail.com