სერვისის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია იმედი L
ენები: ინგლისური
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის თანამდებობაზე .

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

შაბათი 10:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების დახვედრა და მათი დროული გადამისამართება;
  • დაზღვეულებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება და პირველადი კონსულტაციის გაწევა;
  • რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტა;
  • სამუშაო ადგილის სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.