დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი პარტნიორი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტებზე პროდუქციის განლაგების შემოწმება პლანოგრამასთან თანხვედრის მიზნით, მერჩენდაიზინგი;
  • ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და პრისეილერის ინფორმირება;
  • ყოველი დღის ბოლოს ვადაგასული პროდუქციის აღწერა და საწყობისთვის მიწოდება.
  • ობიექტისგან თანხის აღება;
  • დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების /ჩგდ-ს ბუღალტერიისთვის გადაცემა;
  • მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები :

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგებზე ორიენტირება

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს .

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 სექტემბერი.