ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურებ. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების შემუშავება;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების საჭიროების ანალიზი;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე გამოწვევების/რისკების ანალიზი, იდენტიფიცირება, კლასიფიცირება, სიმძიმისა და მოსალოდნელობის განსაზღვრა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • იდენტურ/მიახლოებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

ანალიტიკური აზროვნება;

  • ფართო სურათის დანახვის უნარი;
  • ორგანიზებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდურობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • ვადებში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.