ქსელის მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სქაიტელი
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინტერნეტი, ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონი კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალ ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებს და გადაწყვეტილებებს.



"სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე



ძირითადი მოვალეობაბი:

  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
  • რადიო და ოპტიკური ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
  • ქსელში დამატებული ახალი მოწყობილობების პროგრამაში დაფიქსირება;
  • მუდმივი კომუნიკაცია რეგიონის ანძის ინჟინრებთან დაგეგმილ და არადგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ნახაზისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
  • მონიტორინგის სამსახურში შემოსული დავალებების/ტასკების ანალიზი, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მოგვარება ან/და გადაკვალიფიცირება შესაბამის სამსახურზე;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების წარმოება.



მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით)
  • ქსელის საფუძვლების ცოდნა;
  • ინტერნეტ სერვის პროვაიდერ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Mikrotik, Ubiquiti აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია Cisco-ს აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება(PRTG, Cacti).



პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე - hr@skytel.ge , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატება!