საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ევროპროდუქტი
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი), შესყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი ვალდებულებები:

  • უცხოელი პარტნიორების მოძიება და მათთან კონტაქტი
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი და კალკულაცია
  • შეკვეთის მიღება/ გაცემაში მონაწილეობის მიღება
  • მომწოდებლების პროდუქციის ბაზირება
  • იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, ტრანსპორტის მოძიება და კონტროლი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება.



განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!