ცვლის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
ხელფასი: 650 +ბონუსი
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი

ყავის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე


გმადლობთ, რომ განიხილავთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი! არ იჩქაროთ, გთხოვთ პირველ რიგში გაეცნოთ მოკლე იმფორმაციას კომანიის და მის საქმიანობის შესახებ, ხოლო შემდგომ გადახვიდეთ ვაკანსიის ტექსტზე.

ყავის ლაბორატორიის შესახებ

  • ყავის ლაბორატორია დაარსდა 2 წლის წინ იმ მიზნით, რომ შექმნას „ტრადიციული“ ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მისი მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა.
  • იცოდით, რომ ყავა ხილია, რომელსაც 1-ზე ბევრად მეტი გემო აქვს?
  • სწორედ ამ არაჩვეულებრივი გემოს მისაღწევად ჩვენ ვეძებთ და ჩამოგვაქვს ყველაზე საინტერესო თვისებების მქონე მოუხალავი Specialty მარცვალი, ვხალავთ მას ადგილზე, მის საუკეთესო გემოს გამოსავლენად და ვაწვდით ჩვენს პარტნიორ რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს თუ ოფისებს. გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდს საქართველოში და წარმატებულად ვადგავართ გზას ვიყოთ ყველაზე ინოვაციური, პროგრესული, დინამიური და კომპეტენტური ყავის კომპანია საქართველოში.

მოვალეობები:

  • ცვლაში, ობიექტის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • სტუმრებთან მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა
  • მუდმივად მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დავალებების დელეგირება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ენების ცოდნა (ქართული, ინგლისური, რუსული)

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • აქტიური და კომუნიკაბელური;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე
სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-16:00 ; მეორე ცვლა 15:30-23:00;

ანაზღაურება: 650 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 22/09/2019-სა და ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შემდეგ მისამართზე: hi@coffeelab.ge

გისურვებთ წარმატებას!