კვლევისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურებ. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კვლევისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენ ვეძებთ:

თამამ გზამკვლევს ჩვენს გემზე. ვეძებთ სიახლეების მაძიებელ, თვით-განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი შექმნას პროდუქტი, რომელსაც ასიათასობით ადამიანი გამოიყენებს.

ვისაც უყვარს გეგმების დასახვა და შესრულება, არ აშინებს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთო პროექტის დამტკიცებისთვის ბრძოლა.


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების მოკვლევა და ანალიტიკა;
  • კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ბიზნეს პროექტების მომზადება, ახალი პროდუქტების კონცეფციის და ფუნქციონალის ჩამოყალიბება;
  • კვლევებისა და განვითარების პროექტების მართვა - პროექტის ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოს განაწილება და მართვა;
  • პროექტის ფარგლებში მომხმარებლის ქცევისა და feedback ების ანალიზი და ადაპტირებული იუზერ სთორის მომზადება;
  • პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
  • მიღებული პროდუქტის შესაბამისობის ტესტირება ბიზნეს დავალებასთან;
  • პროდუქტის და მისი შემადგენელი კომპონენტების სრული სასიცოცხლო პროცესის მართვა, იდეის ფორმულირებიდან ბაზარზე ფუნქციონირების მონიტორინგამდე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის ძლიერი უნარები
  • პროექტის ფარგლებში დაკავშირებული რგოლების მართვა და მათთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • სიახლებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
  • გაზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატორი;
  • როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ძლიერი პიროვნული თვისებები;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსურ ან ტექნოლოგიურ ბაზარზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.