მონტიორ-ინსტალატორი

თბილისი სრული განაკვეთი ახალი ქსელები
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
  • ყოველდღიურად უზრუნველყოს მის სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენა დადგენილ ვადებში;

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ტელეფონის აპარატების მოწყობილობანი და მათდამი წაყენებული მოთხოვნები;
  • ბოძების, დგარების, სააბონენტო პუნქტების და ინტერნეტის მოწყობის პრინციპები;
  • სააბონენტო და ინტერნეტ მოწყობილობების ექსპლუატაციის წესები;
  • კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების წესები და მათთან მუშაობა;
  • აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
  • კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ჰქონდეს მართვის მოწმობა;

დამატებითი მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • დროის მართვა.
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს საკუთარი ავტომობილით;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.
  • ტესტირება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ,,მონტიორ-ინსტალატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი