ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

  • საქალაქთაშორისო, მაგისტრალური ოპტიკური ქსელის მოწყობა;
  • დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელის (წვერების) მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება);
  • ოპტიკურ ქსელში არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • ოპტიკურ ქსელში პრობლემის აღმოფხვრის შემდგომი გადამოწმება შესაბამის რგოლთან;
  • ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესაბამისი ხელსაწყოებით შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შედუღება (გადაბმა);
  • სატელეკომუნიკაციო ჭაში ტექნიკური სამუშაოების შესრულება (შედუღება, კაბელის გადმოქაჩვა, კაბელის მოძებნა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 6 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.