განშლის ოპერატორი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი მაქსიმა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
გაყიდვები: ავეჯი, საცალო კლიენტთა მომსახურება ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)

შპს „მაქსიმა“ (ავეჯის აქსესუარებისა და მასალების კომპანია) აცხადებს ვაკანსიას განშლის ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში (2 ვაკანტური ადგილი);

ვაკანსიის დასახელება: განშლის ოპერატორი;

მომწოდებელი: შპს „მაქსიმა“

შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განლაგება საჩვენებელ სტენდებზე;
  • შეკვეთის დამუშავება განშლის პროგრამაში;
  • მიღებული შეკვეთის პროგრამული გატარება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • განშლის პროგრამების ცოდნა (cutting; biesse)
  • უმაღლესი განათლება;

პიროვნული თვისებები:

  • ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მათემატიკური ანალიზის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00სთ-19:00სთ.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: inezakhinikadze@gmail.com