მონტიორ-ინსტალატორი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „ სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში მონტიორ-ინსტალატორის ვაკანსიას.

სამუშაო აღწერილობა:

  • სააბონენტო ხაზის მომსახურება გამანაწილებელი კოლოფიდან აბონენტამდე; ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა
  • DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
  • ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მეკაბელის დახმარება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მონტიორ-ინსტალატორის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
  • შესაბამისი სამუშაოების ხარისხიანად შესრულება/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სხვა უნარები:

  • სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში განათლება/სამუშაო გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.