რესტორნის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ორიგინალი ჯგუფი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი

რესტორანი „ჩემო კარგოს ქარხანა „ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

რესტორანი „ჩემო კარგოს ქარხანა“ არის მაღალი სტანდარტების მქონე რესტორანი თავის ლუდსახარშით,რესტორნის სხვადასხვა სართულზე განთავსებულია განსხვავებული კატეგორიის დარბაზები, აქვს ეზო და ტერასა.

მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი
  • ხარისხი: ბაკალავრი/მაგისტრი
  • აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი სხვადასხვა სახის ტრეინინგები F&B მიმართულებით.

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე ფიქსირებული თანხა + % ნავაჭრიდან. თანხა მერყეობს:1500 ლარი -2500 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუციელებალია კანდიდატს ჰქონდეს სარესტორნე სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სერვისის მიმართულებით, აქედან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მაღალბრუნვიან რესტორანში მენეჯერის თანამდებობაზე.
  • სავალდებულოა უცხო ენების ფლობა: ინგლისური /რუსული.

სერვის მენეჯერის ფუნქცია მოვალეობები:

  • კადრების დატრეინინგება-სერვისის(მომსახურების) ტრეინინგების ჩატარება როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ნაწილი;
  • მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური და შეაფასოს მასზე დაქვემდებარებული კადრები, შეფ-მზარეულთან ერთად დიდი ღონისძიებების დროს უნდა შეადგინოს მენიუ;
  • უზრუნველყოს ჯავშნების ორგანიზება;
  • უზრუნველყოს მუსიკალური პროგრამის მონიტორინგი, მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების განვითარებაში, აწარმოოს ობიექტის შემოვლა დღეში რამდენჯერმე, დააფიქსიროს პრობლემები და იზრუნოს აღმოფხვრაზე, მართოს თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან.
  • უზრუნველყოს პოზიციებზე მიმტანების სწორი გადანაწილება, მათი დასვენების ცხრილების სწორი შედგენა.

საჭირო უნარჩვევები და პიროვნულიმახასიათებლები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, მოწესრიგებული, აქტიური, ორგანიზებული, ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

თუ თქვენ ხართ მოტივირებული,მიზანდასახული და თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს დიდ გუნდს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) შემდეგ მისამართზე: originaligroup.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთვაკანსიის დასახელება (რესტორნის მენეჯერი)