ავტომობილების შემფასებლი

თბილისი სრული განაკვეთი ქარფესტი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: ექსპერტ-შემფასებელი (ავტომობილები) ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

კომპანია ქარფესტი აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შემფასებლის პოზიციაზე, საოპერაციო დეპარტმენტში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ და მათი ტრანსპორტირება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ

ძირითადი მოვალეობები:

  • აუქციონზე შესაძენი ავტომობილების დისტანციურად შეფასება და შეძენაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • კონკრეტულ ავტომობილებზე მაქსიმალური ფასის განსაზღვრა;
  • ლოკალური ავტომობილების შეფასება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
  • აუცილებელია საავტომობილო სფეროში, შემდეგი მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება: სერვისი, გაყიდვები ან/და შესყიდვები;
  • აუცილებელია ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების, მეორადი და ახალი საავტომობილო ნაწილების ფასების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ტექნიკური ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ავტომობილების შემფასებელი

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.