მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი

კომპანია „აკვალაინი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.

კომპანია „აკვალაინი“ 2006 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ სექტორში. მიღებული გამოცდილება, პროფესიონალი კადრები და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება, განაპირობებს კომპანიის მიმართ მაღალ ნდობას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.aqualine.ge

მოვალეობები:

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების FMG info-ს ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული.
  • ადგილმდებარეობა: კარტოზიას #6.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: aqualinevacancy@gmail.com subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!