ამწეს მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი ბი-ემ-სი გორგია
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მსუბუქი ტექნიკა/ამწე

„ბი ემ სი გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

„ბი ემ სი გორგიას“ მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

„ბი ემ სი გორგია“ ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: “ჰიპერმარკეტი გორგია” და “ლუსონი“.

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე,პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია „გორგიას” მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

„გორგიას” გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია „ბი ემ სი გორგია“ აცხადებს ვაკანსიას ამწეს მძღოლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ამწეს მართვის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!