ექსპლოატაციის ჯგუფის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი თიბისი ბანკი
საბანკო: საბანკო(ზოგადი)

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექსპლოატაციის ჯგუფის უფროსი

ვაკანსიის კოდი ...........VC3900

ადგილმდებარეობა ........სათაო ოფისი, სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება

ორგანიზაცია ...............სს თიბისი ბანკი

მოქმედების ვადა .........23.09.2019

კატეგორია ..................სხვა

დასაქმების ტიპი .........სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი .........სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე ....სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება წელი

ენები

  • ინგლისური - კარგი
  • რუსული - კარგი

უნარები

  • კომუნიკაბელურობა
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ანალიზის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ( სასურველია მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით)
  • მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე 2 წელი;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, Word, Outlook)

ბიზნეს ამოცანა:

თიბისი ბანკის სათაო ოფისებისა და ფილიალების ინფრასტრუქტურის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის ქსელში არსებული ობიექტების ბიზნეს უწყვეტობის უზრუნველყოფა (ლოგისტიკური სერვისები)
  • კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრატეგიული ხედვის შემუშავება და მისი დროული/ეფექტური იმპლემენტაცია
  • ბანკის კონტრაქტორი მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების გაკონტროლება.
  • ინოვაციური პროექტების შემუშავება ფილიალებში, სერვის ცენტრებსა და სათაო ოფისებში ტექნიკური ხასიათის საკითხების გაუმჯობესების მიზნით;
  • ახალი ფილიალების გახსნა/დახურვაში პროცედურის/დავალებების მიხედვით მონაწილეობის მიღება
  • ჯგუფის მიზნების, მოთხოვნებისა და დავალებების დროული შესრულება. შესრულების სიზუსტის, ხარისხისა და ვადების სისტემატიური კონტროლი;
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების შენობების, როგორც შიდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავისკონტროლი;
  • კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სატენდერო წინადადების დამუშავება და ანალიზი
  • ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული გენ. ხელშეკრულებების მართვა (დაკვეთის ვადების კონტროლი, ხელშეკრულებების ვადების, მოცულობების და სხვა პარამეტრების კონტროლი);
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება და მათი რესურსის ეფექტურად გამოყენება
  • ჯგუფის საქმიანობის პროცედურულ-ინსტრუქციულ ბაზაზე დაფუძნება და მისი შესრულების კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში საოპერაციო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა
  • ბანკის თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის საჭირო სამუშაო პირობებისა და ხელსაყრელი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნის ხელშეწყობა;

დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადების გადარჩევის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3900

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე