ჟურნალისტი

თბილისი ნახევარი განაკვეთი მედია ჯგუფი მეტრონომი
ხელფასი: 150
ხელოვნება/მედია: ჟურნალისტი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი „მეტრონომი“ (www.metronome.ge) აცხადებს ვაკანსიას დამწყები ჟურნალისტებისათვის (სტუდენტები, ახალდამთავრებულები, სტაჟიორები) ონლაინ-გაზეთში ახალი ამბების განყოფილებაში.

მოთხოვნები:

  • უნდა იცოდეს ქართულ ენაზე წერა და ბეჭდვა
  • გათვითცნობიერებული უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებში
  • სასურველია იცოდეს ინგლისური ენა
  • უნდა იყოს კომუნიკაბელური და პუნქტუალური

სამუშაო საათები: შერჩეული თანამშრომელი იმუშავებს თავისი სახლიდან საღამოს, 3-4 საათის განმავლობაში (8-დან 12-მდე) ახალი ამბების საიტზე ატვირთვაზე (შაბათ-კვირის გარდა).

ანაზღაურება: სასტარტო ხელფასი 150 ლარი

შერჩეული კანდიდატი საიტზე მასალების დადებას შეისწავლის რედაქციაში, 1 კვირის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@metronome.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟიორი ჟურნალისტი“ და გთხოვთ, CV-ის გამოგზავნამდე კარგად გაეცნოთ პირობებს.

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.