პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
ხელფასი: 1000 - 2000
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 1000 – 2000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • ალკოდისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა აუცილებელია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
  • ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოვებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;
  • · გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;
  • სუპერვაიზერებთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა;

უნარ-ჩვევები:

  • გაყიდვებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

დოკუმენტებთან და პოკეტთან სრულყოფილად მუშაობის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პრისეილერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 23 ოქტომბერი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,პრისეილერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!