სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში

თბილისი სტაჟირება თიბისი დაზღვევა
განათლება: ბაკალავრი
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)

კომპანიის შესახებ

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესყიდვების პროცედურის კონტროლი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • მიღება-ჩაბარებების წარმოება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში“.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.