შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ელვა მარკეტი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი

კომპანია "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

მრავალფეროვან სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელმძღვანელთან შეთანხმებით სწორი სტანდარტის დაგეგმვის უზრუნველყოფა თითოეული საკითხის მოსაგვარებლად
  • ფინანსური ანალიზი, პროგნოზირება, ბიზნესზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების შესწავლა და ანგარიშგება
  • ბაზარზე არსებული რისკების შეფასება, ანალიზი
  • დაქვემდებარებაში არსებული გუნდის მართვა, საქმის სწორი დელეგირება
  • შესყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება/მონიოტრინგი/განხორციელება
  • მომწოდებლებისგან ექსკლუზიური პირობების მოპოვება
  • მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
  • კატეგორიის ნაშთების მონიტორინგი
  • საცალო, სადისტრიბუციო ასორტიმენტის მატრიცის შექმნა და განვითარება
  • პროდუქციის ანალიზი - შესყიდული საქონლის მარაგის მუდმივი მონიტორინგი
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია შესყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა
  • Excel-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 20 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@elvamarket.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!