ადმინისტრატორი

თბილისი მოქნილი გრაფიკი სასტუმრო გურელი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
  • მენეჯერის დავალებების შესრულება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Booking-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პირობები:

  • 24 საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ.
  • სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
  • ხელფასი: 40 ლარი მორიგეობაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: l.elibashvili@hotelgureli.com

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.